ამერიკული ბრენდის HTM-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იშვიათი ეგზემპლარი, ავტომატური გახსნის მექანიზმით. აქვს პრემიუმ კლასის, 154CM ფოლადი, რომელიც გამოირჩევა ჭრის მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. ტარის მასალა 6061-T6 Aluminum და 3D ნატურალური კარბონის ჩანართით. დანა მეტად ერგონომიულია და არის ტაქტიკური ხასიათის. დანის დიზაინზე იმუშავა ლეგენდარულმა დიზაინერმა Darrel Ralph-მა. აღნიშნული მოდელი დიდიხანია აღარ იწარმოება და იდეალურია საკოლექციოდაც. მთლიანი სიგრძე – 22.5 სმ.
ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქს, ასევე გამოგვიწერეთ ტიკტოკზე BLADES.GE



