David Longworth გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული Knifemaker, რომელიც დანებს ამზადებს უკვე 40 წელზე მეტია, მისი ნამუშევრები ყოველთვის გამორჩეულია და სრულიად ხელნაკეთი, ყოველგვარი CNC დანადგარების ჩარევის გარეშე. ფოლადსაც ჭედავს ძველი კლასიკური მეთოდით. Airstream Custom-იც არ გახლავთ გამონაკლისი, აქვს David-ის მიერ გამოგონილი განსხვავებული ჩამკეტი მექანიზმი Rockback Lock, ტარის მასალად კი გამოყენებულია მამონტის ძვალი, მის უძლიერეს San-Mai ფოლადს აქვს ოქროს ჩანართები, რაც ასევე ავტორის ხელწერაა და გამოარჩევს მის დანებს სხვა მოდელებისაგან.






